სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის აზრი არ გვაინტერესებს

საგამოძიებო კომისიაზე არ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი. საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს ის, რომ რასაც ოპოზიცია ამბობდა არჩევნების გაყალბებაზე, იყო ტყუილი, ცილისწამება და კიდევ ერთხელ ცილისწამება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაითვლება ბულეტენები და დაიკითხება ყველა, რათა დადგინდეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„მითებს, ტყუილებსა და ცილისწამებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ორი ეტაპი, 1-ელი, როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ გაყალბდა, მაგრამ ვერანაირი საბუთი ვერ წარმოადგინეს, მეორე ეტაპი იყო, როცა ჩვენ დავიწყეთ მტკიცება, სინამდვილეში რომ არ გაყალბებულა. ამის პირველი მერცხალი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული არასწორი მტკიცებების გაქარწყლება და დღეს უკვე საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის ფარგლებში, ყველა იმ უბანზე, სადაც გაყალბებაზე საუბრობენ, დავითვლით, გაყალბდა თუ არა, დაიკითხება ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა, რომ გამოჩნდეს იყო თუ არა არჩევნები გაყალბებული. არ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი. მათ კარგად იციან, რომ არ გაყალებულა, იმიტომ არ მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში. ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ის, რასაც ოპოზიცია ამბობდა, იყო ტყუილი, ცილისწამება და კიდევ ერთხელ ცილისწამება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – პირნათელი ვართ პარტნიორებთან, ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად შესრულებულია
შემდეგი სტატიაელექტროსისტემის განცხადება: ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი”