სოზარ სუბარი რუსთავი2-ის გენდირექტორს “გავროშად” მოიხსენიებს

„რამდენიმე დღით ადრე ძებნილმა გუბერნატორმა, სააკაშვილმა, გამოცხადა, რომ გამოქვეყნდებოდა ეს კვლევები და მანამდე გამოჩნდა რაღაც ახალი “გავროში”, ახალი რევოლუციის მებაირახტე თქვენი გენერალური დირექტორის სახით,“ – ეს განცხადება განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავი2-ის დაკვეთით GFK -ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

სოზარ სუბარმა რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს გავროშად მოიხსენია.

„რამდენიმე დღით ადრე ძებნილმა გუბერნატორმა, სააკაშვილმა, გამოცხადა, რომ გამოქვეყნდებობდა ეს კვლევები და მანამდე გამოჩნდა რაღაც ახალი “გავროში”, ახალი რევოლუციის მებაირახტე თქვენი გენერალური დირექტორის სახით, რომელიც იმუქრებოდა ამბოხებით, ლაპარაკობდა გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით მონიჭებულ ამბოხების უფლებაზე. ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ შექმნან ვითომ ლეგიტიმური საფუძველი გარკვეული არეულობისთვის იმიტომ, რომ კარად იციან, რომ არჩევნებს წააგებს სასტიკად ნაციონალური მოძრაობა. დაძველდა ეს მეთოდები უკვე ნაციონალურ მოძრაობას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აქვე სოზარ სუბარი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “საქართველოს ისტორიაში, ყველაზე ცივილიზებული არჩევნები ჩატარდება”.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევას „ქართული ოცნება“ 29 ივნისს გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატიაქართულ ოცნებას არ სურს, აღიაროს, რომ სიცხე აქვს – დავით ბაქრაძე