სოზარ სუბარი: პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას,ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე

“რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. თქვენ მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, პირდაპირი მცდელობები იყო, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, როგორიც არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა.

მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა, ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე”-აცხადებს სოზარ სუბარი.

წინა სტატიაშისუბარი: “უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა”
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია