სოზარ სუბარი ომბუდსმენის კრიტიკას პასუხობს

გატაცებული მამაკაცის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პრემიერ მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ჩავიდნენ.

სახალხო დამცველის კრიტიკას ინციდენტებზე რეაგირების საკითხში სოზარ სუბარმა უპასუხა და განაცხადა, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელია. მან მიანიშნა, რომ ნინო ლომჯარიას შეუძლია თავადაც ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებაში – სუბარის თქმით, ომბუდსმენს შეუძლია ითანამშრომლოს მის დე ფაქტო კოლეგასთან.

„მოწოდება, რომ მეტი მექანიზმი იყოს, კარგია, მაგრამ არ ვიცი, მეტი რა უნდა იყოს – ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი მეგობრის ინფორმირება. შემიძლია დავამატო, რომ როცა მე ვიყავი სახალხო დამცველი, ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ჩემს დე ფაქტო კოლეგასთან. მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ყოველთვის ვიყენებდით ამ მექანიზმს. მათი თხოვნით შევდიოდი და ვნახულობდი იმ პატიმრებს, ვის მიმართაც ჰქონდათ ინტერესი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მოითხოვეს სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ინციდენტებზე რეაგირების ფარგლებში, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე კასპის რაიონის სოფლიდან 11 ივლისს გაიტაცეს – გავრცელებული ცნობებით, ის დაჭრილია, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას ითხოვს
შემდეგი სტატია“კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ ტრაგედია მაშველ რგოლად გამოიყენონ”-მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე