სოზარ სუბარი: NDI 20%-იან ცდომილებას როცა ჩამოცდება, ამის შემდეგ ვენდობი

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 17:49

სოზარ სუბარი: NDI 20%-იან ცდომილებას როცა ჩამოცდება, ამის შემდეგ ვენდობი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, NDI-ს კვლევის შედეგებზე კომენტარის გაკეთება უჭირს.

როგორც სუბარმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირის გზას უფრო კარგად “ნაციონალური მოძრაობა” წარუძღვებოდა, თუმცა მინისტრის თქმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველო საითაც წაიყვანა, ყველამ დაინახა.

“ნაციონალური მოძრაობა” საითაც გაუძღვა საქართველოს დავინახეთ. ეს იყო 2008 წლის კონფლიქტი და დაკარგული ტერიტორიები. ვერსად სხვაგან ვერ გაუძღვებოდა. რაც შეეხება NDI-ს, მათ მიერ დასახელებულ ციფრებთან 20%-იან ცდომილებას როცა ჩამოცდებიან, ამის შემდეგ ვენდობი და გავაკეთებ კომენტარს. 50%-იან ცდომილებებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა სუბარმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 17:49