სოზარ სუბარი – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიხსენოს, როგორ და ვის ნიშნავდა მთავარ პროკურორად

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ირაკლი შოთაძეს აქვს ძალიან მაღალი კომპეტენცია, რაც გამოჩნდა არაერთ ძალიან სწრაფად გამოძიებულ საქმეში. ამის შესახებ სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მთავარი პროკურორობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძემ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, თავი გამოიჩინა როგორც ძალიან კომპეტენტურმა და საზოგადოებასთან ძალიან ღია ურთიერთობების მომხრე ადამიანმა.
“რაც შეეხება პროცედურას, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ისტორიაში ღია, გამჭვირვალე არჩევნების გზით ხდება პროკურორის არჩევა.
ოპონენტებმა, რომლებიც დღეს ამაზე ლაპარაკობენ, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულიხმობ, გაიხსენონ როგორ და ვის ნიშნავდნენ მთავარ პროკურორებად და მერე ელაპარაკონ საზოგადოებას რაიმე კრიტიკულზე”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში“შოთაძე ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მენეჯერი იყო”
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ კიდევ 304 დევნილ ოჯახს გადაეცემა