სოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილი რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, უკეთესი იქნება მისთვის

მოწოდება მექნება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გარდაუვალია საბოლოოდ, რომ სამართალი აღსრულდება და რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვს, უკეთესი იქნება მისთვის, რადგან არ არის სასიამოვნო, ადამიანი ასაკში იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ოპოზიციას მაინც მინდა, მოვუწოდო, ცოტა დავამშვიდო, მათი დილის ხანმოკლე სიხარული, ეიფორია აღმოჩნდა მართლა ძალიან ხანმოკლე. სულ რაღაც რამდენიმესაათიანი. ახლა მათთან მექნება რამდენიმე მოწოდება. პირველი, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ნორმალური წინადადებებით, შემოვიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში. ნუ გაუქარწყლებენ ბოლომდე ნდობას თავის ამომრჩეველს, რომელმაც მათ ხმა მისცა, მეორე, დაემორჩილონ კანონს და კანონის უზენაესობასა და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, ვერანაირი ძალადობა, გადატრიალება, რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. ამას შეეგუონ. შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი, თორემ აღარ მისცემენ საერთოდ ხმას, რადგან თუ ასე გააგრძელებენ, ყველა დაინახავს, რომ მათთვის ხმის მიცემა მართლა არ შეიძლება. მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, ქვეყნის გარეთ რომელიც არის, გარდაუვალია საბოლოოდ, რომ სამართალი აღსრულდება და რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვს სამართლიანი სასამართლოების მიერ, მით უკეთესი იქნება მისთვის, რადგან არ არის სასიამოვნო, ადამიანი ასაკში იჯდეს ციხეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიკრამერი – საქართველოში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა
შემდეგი სტატიათბილისში, სკვერში კაცი გაყინული იპოვეს