სოზარ სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს, საკუთარ თანამდებობას ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი სოზარ სუბარი ხვალ, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

როგორც მან აღნიშნა, დევნილებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

„მივალთ და მოვისმენთ, თუ რამე კითხვები იქნება, ვთქვათ დევნილებთან დაკავშირებით, გავაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტი წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ, რომ ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლი. მარგველაშვილი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, თუმცა ეს შეუძლებელია თუ არ დავბრუნდებით ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე, როგორიც იყო მაგალითად, შევარდნაძე ან სააკაშვილი, როცა მათი იყო მთავრობა, მათი იყო საგარეო და საშინაო პოლიტიკაც. დღეს, ჩვენ ვართ იმ მოდელის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის როლი სიმბოლურია და ის უფრო მეტად მედიატორია ვიდრე პოლიტიკის გამტარებელი თუ შემოქმედი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე ხვალ წარსდგება. არსებული ინფორმაციით, სხდომას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას შესაძლებლობა გვექნება, კითხვები მთავრობასაც დავუსვათ
შემდეგი სტატიაგუკა რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა