სოზარ სუბარი : კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2016 11:53

სოზარ სუბარი : კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ არსებული კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ პროცესში, პარლამენტის გარდა, ფართო საზოგადოების აზრიც უნდა იყო გათვალისწინებული.

„ეს არის გრძელი, მშვიდი, დინჯი პროცესი, რომელშიც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში თუ პარლამენტს მიღმა არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია, ექპსერტები და ყველა უნდა იყოს ჩართული და ფართო საზოგადოების აზრი უნდა იყოს მოსმენილი“, -განაცხადასოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ძალაუფლების უზურპაციის საფრთხე რსებობს, მცდარია, რადგან ამის ბერკეტი „ქართულ ოცნებას“ ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა და ამის სურვილი რომ ჰქონოდა, გამოიყენებდა.

„ყველაფერში შეიძლება „ქართული ოცნების“ დადანაშაულება, მაგრამ ძალაუფლების უზურპაციაში ვერ დაადანაშაულებ. შეუძლებელია, ერთდროულად ეძახდე ხელისუფლებას თან უნიათოს, თან უზურპაციაში ადანაშაულებდე. 4 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ სრული ბერკეტი ჰქონდა ნებისმიერი ცვლილების გასატარებლად, ყველაფერი რაც არის ძალაუფლების კონცენტრაციისთვს საჭირო, ნებისმიერი კანონის მისაღებად და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ერთადერთი, რისი საშუალებაც არ იყო დღემდე, ეს იყო კონსტიტუციის შეცვლა და კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია. ამის სურვილი რომ ვინმეს ჰქონდეს, ამის ყველა ბერკეტი იყო, 4 წლის განმავლობაში, არ გამოგვიყენებია და არც შემდგომში არ იქნება გამოყენებული“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2016 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics