სოზარ სუბარი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდნენ.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის მიზანს დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებით განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მინისტრმა გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის ანგარიში მოიცავს.

დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მინისტრსა და მის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის სამუშაოები, რაც რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ კორპუსებს დაათვალიერებს და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნობა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრი თუ ნათესავი
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115” მიმართვას ავრცელებს