სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა.

განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგუგა ქაშიბაძე – მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის