სოზარ სუბარი – ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს

დევნილთა და განსახლების მინისტრი ამ ეტაპაზე მთავრობაში ცვლილებებს არ ელოდება. სოზარ სუბარი კოალიციაში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრს მიაჩნია, რომ კოალიცია ერთიანია, თუმცა, მისი დაშლის შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

“გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა, ერთა ლიგა დაიშალა ბოლოსდაბოლოს, არა თუ ჩვენი კოალიცია. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს, ცვლილებები და განახლება არის მუდმივი და კარგი პროცესი. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რათა მან იპოვის სხვა ახალი გზა თავის ცხოვრების გაგრძელებისთვის,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე საქართველოსა და “სოკარს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა
შემდეგი სტატია,,შევისწავლე მიქაუტაძისადმი პრეტენზიები და მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე”