სოზარ სუბარი : 2012 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა უკვე მეხუთედ მოგვცა მანდატი

2012 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა უკვე მეხუთედ მოგვცა მანდატი „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებული ვიყავით და ეგზიტპოლის შედეგებიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. მთავარი, ალბათ, მაინც არის ის, რომ 2012 წლის მერე, ქართველმა ხალხმა უკვე მეხუთედ მოგვცა მანდატი „ქართულ ოცნებას“. ეს ნიშნავს ძალიან მაღალ ნდობას, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და გაძლევთ პირობას, რომ ამ ნდობას ჩვენ გავამართლებთ; გაამართლებს კახი კალაძე და გაამართლებს „ქართული ოცნება“ მთლიანად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : არჩევნებმა გამორჩეულად მშვიდ გარემოში ჩაიარა
შემდეგი სტატია“დაიწყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უბნებიდან გამოძევება”- ლევან ბეჟაშვილი