,,სოსოს და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ“ – დეკანოზის ძმა შანტაჟზე საუბრობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ძმა პირველად ჰყვება და ასახელებს მაღალ იერარქებს, რომლების დადანაშაულებასაც გამოძიება ბრალდებულისგან მოითხოვდა. საუბარია მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე.
სოსო მამალაძე პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ინტიმური ვიდეოს შესახებაც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გაჟღერება ბრალდებულის დაშინებას ისახავს მიზნად.

“ეგონათ მაგითაც შეაშინებდნან და გატეხდნენ, მაგრამ მამაოს არაფრის ეშინია, მომხრეა სასამართლო პროცესები იყოს ღია. საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს ის მტკიცებულებები, რაც კი არსებობს. ამიტომ არის პირდაპირი შანტაჟი, რომ თოთქოსდა ის მარტო არ მოქმედებდა. უდანაშაულო ადამიანმა როგორ უნდა აღიაროს ან ვინმეს როგორ დაადებს ხელს, როცა თვითონ უდანაშაულოა. სოსოს და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ თხოვდნენ ჩვენების მიცემას, ვითომ ერთად მოქმედებდნენ”- განაცხადა სოსო მამალაძემ ,,კურიერთან”.

დაკავებული დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ “პატრიარქობისთვის მიდის ბრძოლა”.

მამალაძე აღნიშნავს, რომ დაკავებულსა და პატრიარქს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ.

“ისეთი ახლო ურტიერთობა ჰქონდა, რომ ჯერ ეკლესია პატრიარქი იყო მისთვის, შემდეგ კი მისი ოჯახი. უმეტეს პერიოდს ატარებდა პატრიარქთან. ძალიან ბევრი ადამიანი იანება ისეთი ვისაც მამაოს წარმატება არ გაუხარდება”- აცხადებს მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიედიშერ ქარჩავას ექსკლუზივი – ის მამა გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრების მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამხედრო შეტაკება ლიბიაში-დაღუპულია 141 ადამიანი