სოსო ფხაკაძე: ეკონომიკურ ფორუმზე გულახდილად ვთქვი, რომ ის კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს მისაღებია

მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ჩვენთვის მისაღებია, – ამის შესახებ „ვისოლის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ბიზნესმენისთვის ძალიან ღირებული მსგავსი სახის შეხვედრები.

„პირველ რიგში, იმისათვის, რომ ვხვდები ბიზნესმენებს და ღიად ვსაუბრობთ როგორი ტენდეციებია ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მომავალში ვსახავთ გეგმებს. საქართველოში ძალიან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მოხდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. კურსის დევალვაციის დასრულების შემდეგ, ყველა განწყობა დადებითია და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდება, ჩვენ ბევრად ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას მივიღებთ უახლოეს მომავალში. მე ძალიან მომწონს რაც ხდება ამ ქვეყანაში, ამიტომ მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს ჩვენთვის მისაღებია. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი, ვარ საზოგადოების წევრი და მერე ვარ ბიზნესმენი, მე ამ ქვეყანაში 5 შვილი მეზრდება და მინდა, რომ ძალიან წარმატებული ქვეყანა გვქონდეს. ვფიქრობ, რომ ის როგორც ვითარდება ქვეყანა არის სწორი გზა, ბუნებრივია მინდა ადამიანურად ამ პროცესებს მხარი დავუჭირო. თავისუფლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ალბათ ამას ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, არა მხოლოდ ბიზნესმენი”, – განაცხადა ფხაკაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს მთავრობის შეცდომების წყარო იყო ის, რომ არ არსებობდა ერთიანი ხედვა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მთავარი გამოწვევაა, ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე