სოსო პავლიაშვილი: ყარაბახი მე არ წამირთმევია აზერბაიჯანისთვის და ვერც დავუბრუნებ

14801008_663926947100829_167996275_nრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის – სოსო პავლიაშვილის მიერ ბაქოში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი, აზერბაიჯანში დიდი განხილვისა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციის საგანი ხდება.
აზერბაიჯანელმა კინოდრამატურგმა რამიზ ფატილიევმა ქართველ მომღერალს ღი წერილი გაუგზავნა, სადაც ბაქოში ჩასვლისაგან თავის შეკავება ურჩია…
ფატილიევის სიტყვებით, სოსო ერთ-ერთი პირველი ჩავიდა კონცერტით სომხეთში, ყარაბახის კონფლიქტის დროს და ამის გამო მას აზერბაიჯანში ჩასვლისა და იქ კონცერტის ჩატარების უფლება არააქვს.
როგორც რუსული მედია წერს, ამ წერილს პავლიაშვილი საკმაოდ მშვიდად შეხვდა, თუმცა უპასუხოდ არ დაუტოვებია.
,,თქვენ ჩემს გამო ნუ შეწუხდებით… უსაქმურების საქმეა რომ რაც უნდა ის თქვან. მათ ძვალი უნდა მისცე და ისინიც ხრავენ მას. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 80-ან წლებში, ზოგიერთმა მახინჯმა რომელიც ყველა ერში შეიძლება შეგვხდეს, აიღო დანა და ქალების და ბავშვების დახოცვა დაიწყო… ჩავალ თუ არა მე ბაქოში, ამას დრამატურგს არ შევეკითხები… მე ისიც კი არ ვიცი – ვინ არის ის. ის ახლა ხდება პოპულარული და ამას ვულოცავ. ჩემს კონცერტზე მოვიდეს, მე მას სიამოვნებით დავპატიჟებდი. მე მშვიდობის კაცი ვარ. მე ადამიანებთან მათი ეროვნების ან რელიგიის გამო კი არ ვმეგობრობ… არამედ მათი ნამოქმედარის გამო.
ღმერთს ჩემთვის არ უთქვია: აი შენ ტალანტი, ამათთვის იმღერე, ამათთვის არ იმღეროო… და თუ ამ მყვირალებს ყარაბახის დაბრუნება უნდათ, დივერსიული ჯგუფები შექმნან წავიდნენ და დაიბრუნონ. მაგრამ ისინი დივანზე წვანან და იმაზე ფიქრობენ, ჩამოვა თუ არა სოსო ბაქოში. ყარაბახის დაბრუნება ამაზე დამოკიდებული ნამდვილად არაა, რადგან, მადლობა ღმერთს, მე ის არვისთვის არ წამირთმევია და ვერც დავუბრუნებ. მე სადაც მელოდებიან იქ მივდივარ და ვმღერი.
ბაქოდან მე გამუდმებით მირეკავენ… ,,სოსო, ჩვენ შენს სიმღერებს ვმღერით… მადლობა რომ ხარ. ბაქოში შენ უყვარხართ,,
ყველა ადამიანს აქვს უფლება რაც უნდა ის ილაპარაკოს. მანაც ილაპარაკოს რაც უნდა. მე არანაირი კონფლიქტი არასდროს არ გამიღვივებია. თუ ვინმე აღვივებს, მე მხოლოდ ამ კონფლიქტის ჩაქრობა მინდა. სომხებთან კი – ვმეგობრობდი და მომავალშიც ვიმეგობრებ, ისე რომ არავის არ ვეკითხები. მე საკუთარ მშობლებსაც კი არ ვეკითხები ვისთან ვიმეგობრო და როგორ ვიცხოვრო. ბაქოში ჩვენ დიდი საქველმოქმედო კონცერტი გველოდება. ყველას სიამოვნებით ვეპატიჟები მანდ. თუ მოსვლა არ უნდათ, ღმერთმა ასი წელი ბედნიერად აცხოვროთ,, აცხადებს აზერბაიჯანელი დრამატურგის წერილის პასუხად სოსო პავლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიროდის და როგორ დაიწყო „ოცნებამ“ ალასანიას კადრების გადაბირება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება