სოსო ოხანაშვილი პროკურატურაში მის ხელმეორედ დაბარებას არ გამორიცხავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი მისი დაკითხვის შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარს აკეთებს. ოხანაშვილის თქმით მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა.

რუსთავი 2-თან საუბრისას სოსო ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურაში მის ხელმეორედ დაბარებას არ გამორიცხავს. ოხანაშვილი დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. მან განმარტა, რომ ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის დოკუმენტზე.

“მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს ამ თემას ეხებოდა. დამიბარეს, ჩავფრინდი გაირკვა და გამოვფრინდი უკან. დაახლოებით ვიცოდი რა თემას ეხებოდა,”-განაცხადა ოხანაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” საპატრიარქოსთვის დაფინანსების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა