სოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული:
„ამ ჯგუფში ერთერთი აქტიური მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილიც. ის დღეს გერმანიიდან მითვლის, რომ დედაოების პირით, რომ გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე? სიმართლეს ვამბობ.

ერთ-ერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ წასულიყო და ის არ დაეჭირათ. არის თუ არა ეს გამოძიებაში უხეში ჩარევა?“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: „ოცნებისთვის“ ოპტიმალური ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოა!“
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა