სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს

შსს-მ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობისას, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. -ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. – თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – „ბიზნეს სახლი“ რევოლუციური პროექტია, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს შეცვლის
შემდეგი სტატიაივანიშვილი: კამერები უნდა იყოს ბევრი არჩევნებში, ისევე, როგორც იყო 2012 წელს