“სოსო ჯოხაძის მკვლელობის მომენტში მისი ძმაც ავტომობილში იმყოფებოდა”

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, მოკლულის ძმა გიორგი ჯოხაძეც იჯდა, თუმცა მას სროლისას დაზიანება არ მიუღია.

აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

სოსო ჯოხაძე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. მის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანზე გაჩერდა.

ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. მასალაში ჩანს, როგორ ესვრის ერთი პირი სოსო ჯოხაძის მანქანას. კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი არ უკეთია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში იჯდა მოკლულის ძმაც, თუმცა გიორგი ჯოხაძეს სროლისას დაზიანება არ მიუღია.

თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალს ბადრი ნათობაძეს წაუყენებენ. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ზურაბ ერქვანია: ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები