სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

29958457სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თავად ნათობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ არც იარაღი ქონია და გავრცელებულ ვიდეოაკდრებშიც, რომელიც მკვლელობას ასახავს, თავად არ არის.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ბადრი ნათობაძეს ბრალად ედება სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ზაქარია ჩიბუხაშვილის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-ტარება.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულება. თუმცა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მომხდარიდან ორ წუთში პოლიციელებმა შენიშნეს, თუ როგორ გარბოდა ნათობაძე თავზე მაისურ გადაკრული შემთხვევის ადგილიდან, ასევე არსებობს ბრალდებულის მეგობრის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ნათობაძეს ათხოვა მაისური, ნათობაძე ჯოხაძის ავტომანქანას დაედევნა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, პროკურორის განცხადებით, ჩვენებებით ჩანს, რომ ნათობაძეს და ჯოხაძეს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა.

 

banner
წინა სტატიაშიბადრი ნათობაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს და არც იარაღი ქონია
შემდეგი სტატიასკანდალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის საკუთრება არასდროს ყოფილა