სოსო გოგაშვილთან ადვოკატი შევიდა – მას ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, ბრალის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რას ედავებიან სოსო გოგაშვილს.

“დაახლოებით რა ინფორმაციაც არის დაკავების ოქმში და რა მუხლებიც გაჟღერდა ჩემს მიერ, აღნიშნულ მუხლებთან დაკავშირებით მოხდება ოფიციალურად ბრალის წარდგენა. მიეთითება კონკრეტულად რას ედავებიან და რა მტკიცებულებების საფუძველზე. ამ ეტაპზე არ გვინახავს დადგენილება, ასევე დადგენილებასთან ერთად გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის სრული მასალები და უფრო მეტი გახდება ცნობილი. ყველა დოკუმენტი დღეს უკვე მექნება და როდესაც გავეცნობი, შემდეგ მოგახსენებთ დამატებით ინფორმაციას”, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის სამედიცინო შემოწმების საკითხს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარეს აღნიშნულზე შესაბამისი უწყებისთვის მიმართული აქვს.

“ჩვენ მიმართული გვაქვს, რომ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მიერაც ვფიქრობ, მოხდება შესაბამისი ექსპერტების შემოყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი უკრაინის მოქალაქე იყო
შემდეგი სტატიაყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“ – მედვედევი