სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე

ღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სოსო გოგაშვილი სააგენტო ,,ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან იცის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის „ამგვარი ქმედებები უცხო არ არის“.

“ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება”, – განაცხადა გოგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : კანონი ერთია და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი შვილისთვის
შემდეგი სტატიასოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა