სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, სუს-მა გონიოში მისი შვილის, ნინო გოგაშვილის ბინა გაჩხრიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიციამ გონიოში მდებარე ბინა გაჩხრიკა, რომელიც მისი მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის საკუთრებაშია.

ჩხრეკისას დროს ბინაში დაკავებულის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი კადრები ნინო გოგაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

სუს-ის წარმომადგენელმა, რომელიც ჩხრეკას ატარებდა, განმარტა, რომ უნდა ამოეღოთ ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა კომპიუტერი, ნოუთბუქი, მეხსიერების ბარათი და სხვა.

მან ჩხრეკის დაწყებამდე გოგაშვილის შვილს ჰკითხა, იყო თუ არა ბინაში რაიმე ასეთი მოწყობილობა, რომელიც მის მამას ეკუთვნოდა, რაზეც ნინო გოგაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი ნივთები ბინაში არ იყო.

ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პოლიციამ Wi-Fi როუტერი და ნინო გოგაშვილის პირადი ნოუთბუქი წაიღო.

“ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ. არ ვცხოვრობ ჩემი ოჯახის წევრებთან, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სრულწლოვანი, ცალკე ვცხოვრობ”, – ამბობს ვიდეოში ნინო გოგაშვილი.

შეგახსენებთ, გვიან ღამით სპეცოპერაციის შედეგად, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

 

https://youtu.be/cAuAIksBxgI

 

banner
წინა სტატიაში“ვაღებ კარს!”; “შე **ეო!!” – სოსო გოგაშვილის აყვანის სპეცოპერაციის კადრები
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ წუთებში სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ​შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ბინას ჩხრეკს