სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის

სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მისი დაკავებისას ღირსების შემლახველი მოპყრობის დადგენას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას მისმა ადვოკატებმა მიმართეს. გოგაშვილი ასევე ითხოვს საგამოძიებო უწყება ე.წ. საშხაპის ეპიზოდით დაინტერესდეს და დაადგინოს მართლაც ჰქონდა თუ არა მუქარას ადგილი შს მოქმედი მინისტრისგან.

გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დეტალებზე ციხიდან გავრცელებულ წერილებში ისაუბრა.

გოგაშვილის ადვოკატები სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების ხელმძღვანელის, მისი მოადგილისა და შს მინისტრის გამოკითხვას ითხოვენ.

დღესვე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად დაბარებულია ნინი გოგაშვილი, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს მამის დაკავების დღეზე და ციხეში მასთან შეხვედრაზე, მაშინ როდესაც გოგაშვილი ჯერ წინასწრ პატიმრობაშია და მსჯავრდებული არაა.

banner
წინა სტატიაშისაუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა