29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სოსო არჩვაძე: საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ გაიზარდა

საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის ახალმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე დემოგრაფიული ტენდენციები გამოავლინა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, რადიო „პალიტრას“ ეთერში, ბოლო 10 წელში საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო სოფლის მოსახლეობის შემცირების პროცესი შეუქცევადია.

აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 კაცს შეადგენს (ზრდა 5.8%), თუმცა ეს მატება მხოლოდ ქალაქების ხარჯზე ფიქსირდება.

ქალაქის მოსახლეობა 15.7%-ით გაიზარდა და ახლა იქ ქვეყნის 62% (2.4 მლნ-ზე მეტი ადამიანი) ცხოვრობს. სოფლად კი მცხოვრებთა რაოდენობა 7.4%-ით (111 ათასზე მეტი კაცით) შემცირდა და მოსახლეობის მხოლოდ 38%-ს შეადგენს.

საქართველოში არსებული 3 617 სოფლიდან 200 სრულიად დაუსახლებელია. ამასთან, 278 სოფელში 10 ან ნაკლები ადამიანი ცხოვრობს (2014 წელს ასეთი 255 სოფელი იყო).

სოსო არჩვაძის თქმით, ბევრ სოფელში მედიანურმა ასაკმა ქალთა ფერტილობის ზედა ზღვარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით იქ ბუნებრივი მატება ვეღარ აღდგება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი იწყება
შემდეგი სტატია“პარლამენტი დამრტყმელი ძალებითაა დაკომპლექტებული, ხელისუფლება აგრესიის გენერაციას ახდენს”- გია ხუხაშვილი დეპუტატების ჩხუბზე