სოსო ალავიძე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, სოსო ალავიძე, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდეს.

ალავიძე დღეს პარტიის ყრილობას ესწრებოდა და პარტიაში მოსალოდნელი გაწევრიანება არ გამორიცხა.

„სტუმარი ვარ დღეს, მეგობრებმა დამპატიჟეს. გავწევრიანდები თუ არა, ეს ჯერ არ ვიცი, ამას დღეს ვერ გეტყვით. პოლიტიკურ აქტივობას მომავალში არ გამოვრიცხავ,“ – განაცხადა სოსო ალავიძემ.
პაატა ბურჭულაძის განმარტებით კი, პირადად მას სოსო ალავიძე არ დაუპატიჟებია, თუმცა მასთან ნაცნობობა დაადასტურა.

“რა შუაშია სოსო ალავიძე? ის აქ საერთოდ არ დამინახავს, ვიცნობ, მაგრამ ჩვენ აქ რატომ უნდა დაგვეპატიჟებინა?! დასწრება იყო თავისუფალი და, შესაბამისად, ნებისმიერ შეეძლო მოსვლა”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ახალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც დასახელდნენ გუნდის წევრები, პარტიის თავმჯდომარედ კი პაატა ბურჭულაძე აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: ,,კახა შენი წასვლის დროა,,
შემდეგი სტატიავანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება