SOS ! შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრეცელბს

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრეცელბს. გენერალ გოგი თათუხაშვილის ინფორმაციით, შინაგანი ჯარების ყოფილი მებრძოლი ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში ოჯახის მოსანახულებალად დაბრუნდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. გენერალ თათუხაშვილის ინფორმაციით, ლატარია სუს-ში ადვოკატის გარეშეა. უცვლელად გთავაზობთ გოგი თათუხაშვილის განცხადებას.

“SOS !
ჯარისკაცობიდან შინაგან ჯარელი, ჩემთან და ჩემს შვილებთან ნაომარი, შალვას მეგობარი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ომის მონაწილე, დღეს-დღეობით იბრძოდა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება-უკრაინაში.
ერთი კვირის უკან მშობლების მოსანახულებლად ზუგდიდში ჩასული ზაალ ლატარია დაიბარეს ზუგდიდის უშიშროებაში. სადაც უთხრეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებია ქვეყანა. დღეს კი სამარშრუტო ტაქსით თბილისში ჩასულ ზაალს, პოლიციელები დახვდნენ სადგურში და დააკავეს. როგორც მითხრეს, ის ამჟამად ბრალდების წაუყენებლად, უადვოკატოდ იმყოფება ,,მოდულის’’ შენობაში.” წერს თათუხაშვილი.
zaloko

ზაააალიო

ზააკი

banner
წინა სტატიაშიეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება
შემდეგი სტატიაუკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენები