14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“SOS! კიდევ ერთხელ, რუსების ახალ შემოსევაზე” – მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ SOS!

კიდევ ერთხელ, რუსების ახალ შემოსევაზე:
– ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ზუსტად ისეთი პოზიცია, როგორიც ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებს ტრადიციულად.
– ტურისტები კი ბატონო, მაგრამ უნდა დავაბალანსოთ სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით დასავლეთიდან ჩამოსულებით.
– მუდმივი ბინადრობა – არავითარ შემთხვევაში. ერთი გამონაკლისით, უნდა შემოვუშვათ და დავიცვათ მართლა თავისუფლებისთვის მებრძოლები, გატანჯული მათზე განხორციელებული ძალადობით და დევნით. ასეთ რუსებს უნდა შევეგებოთ მთელი გულით, ოღონდ ისინი ჩამოსულთა 0.1 პროცენტზე ნაკლებნი არიან.
ახლა კი რა ხდება, ეს ჩამოსულები მასობრივად ფიქტიურად ქორწინდებიან ქართველებზე, იღებენ მოქალაქეობას და შემდეგ ქოცების მხარდასაჭერად არჩევნებზეც ივლიან და ევროპაშიც წავლენ შოპინგზე (სანამ ევროპა ქართველებს უშვებს) ამიტომ მოქალაქეობის მიღება არაქართველებისთვის მაქსიმალურად გასართულებელია.

წლის ბოლომდე რუსების რაოდენობა გადაუსწრებს ქართველი აზერბაიჯანელების რაოდენობას საქართველოში. ისინი ქართველების შემდეგ რიცხობრივად მეორე ჯგუფი გახდებიან. თუ რას ნიშნავს ეს საქართველოს მომავლისთვის ჰკითხეთ უკრაინელებს, რომლებიც დღემდე სწორედ რუსების ჩასახლების შედეგებს იმკიან.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში ბახმაროში ხრამში გადავარდნილი ავტომობილის ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიასტიქიის პრევენცია და უსაფრთხო გადაადგილება – საჩინოში ახალი სახიდე გადასასვლელი კეთდება