“SOS! ვიწყებთ მასშტაბურ გამოკითხვას, ენდობა თუ არა ხალხი NDI-ის და IRI-ის. მომავალი კვირიდან! საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
შედეგებს საჯაროდ გავაცნობთ ქართველ საზოგადოებასაც და თავად NDI-IRI-საც! ასევე, დავამზადებთ და მასობრივად გავავრცელებთ საინფორმაციო კლიპებს, რომლებიც ცხადყოფს, რა უნამუსოდ გვატყუებენ ხსენებული ორგანიზაციები.” – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი.
შეურაცხყოფა საკმარისია! ახლა ჩვენ გადავდივართ შეტევაზე.”
“ბელგიაში უმაღლესი თანამდებობის პირები ღიად გვეუბნებიან, რომ ახალი ხელისუფლებისგან არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.ძველი ხელისუფლება კი, საინფორმაციო ტრაქტატებით ბომბავს, სადაც აღწერილი და დასაბუთებულია, რა კარგი იყო ძველი ხელისუფლება და რა ცუდია ახალი. სააკაშვილის პროპაგანდამ ბელგიის სკოლებშიც კი შეაღწია.მასწავლებელმა მეგობრის შვილს უთხრა,- თუ სააკაშვილი დიქტატორი იყო, რატომ არ დასაჯესო და უკრაინაში როგორ მიავლინესო?! ამას, სხვათა შორის, ბევრი ევროდეპუტატიც ამბობს. ამდენად, ეს აზრი ბელგიელ მასწავლებელს კი არ გაუჩნდა, უბრალოდ, ევროპარლამენტიდან სკოლამდეც მიაღწია.
სააკაშვილის და მისი ჯგუფის რეაბილიტაციის მცდელობაა IRI- ის და NDI-ის კვლევებიც. არჩევნებამდე ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ნაცმოძრაობა მეორე პოლიტიკური ძალაა.
შესაბამისად, არჩევნებზე, შესაძლოა, მეორე ადგილიც აიღოს და უნდა დაიჯეროთ, რომ ეს დამსახურებულიც იქნება. პირდაპირ ვამბობ : სახელისუფლებო ცვლილებებიც ამას ემსახურება. “დიდი მადლობა” ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომ დამნაშავენი არ დასაჯეს და თავიანთი უმოქმედობით სააკაშვილის რეაბილიტაციას უწყობენ ხელს.
ის კი არ ესმით, რომ სააკაშვილს მათი შეჭმაც სურს და ჩვენ რომ არ ვიყოთ, დიდიხანია შეჭამდა კიდეც… მაგრამ ამ საქმიდან, გარდა უბედურებისა, არაფერი გამოვა. ვიმეორებ: ჩვენ ამას არ დავუშვებთ.” – აცხადებს ირმა ინაშვილი.