სოროსის ფონდის თბილისის ოფისი გადაქცეულია ომის პარტიის დანამატად – კობახიძე

“სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება, როცა ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ისინი აწარმოებენ აგიტაციას, იმის წინააღმდეგ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მისი ქმედებაც ზუსტად ამ რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელებაა. ამის უკან რა დგას ყველამ კარგად ვიცით, ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, თუ ასეთი რამ მოხდა.” – თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს მიმართა – ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს