სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლე დავით კურტანიძემ 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მათივე ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა. თუმცა, ავთანდილ ხარაძე „ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ერთი მილიონი ლარი რა გახდა, რომ შეიძინონ პირბადეები და დაურიგონ სოციალურად დაუცველებს
შემდეგი სტატიაფეოდალურ პერიოდში ყმა რომ იყო მიბმული ფეოდალზე, აი ასეა – დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ