სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა

სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს-ასოციაციები.

თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

„თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის“ შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

„შრომის უფართხოების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშისოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილზე
შემდეგი სტატია„ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ერთად მთავარ რეკომენდაციებზე” – კარლ ჰარცელი არჩევნების საკითხზე საუბრობს