სოფო კილაძე : ვერ დავადასტურებ,რომ გუნდში განხეთქილებაა

ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

მისი თქმით, არ იცის კონკრეტულად ვის უპასუხა პრემიერმა თავის განცხადებით, მაგრამ შეუძლია დადასტურებით თქვას,რომ გუნდში განხეთქილება არ არის.

“კრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, არახალია – დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის. რაც შეეხება გუნდში უთანხმოებას, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. პრემიერ-მინისტრმა სწორად ბრძანა, რომ ჩვენ 4-პუნქტიან გეგმას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. იმ მიზნებს, რომელიც დავისახეთ და დავპირდით ხალხს, შევასრულებთ“, – აღნიშნა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიაამერიკელი ექსპერტები გაეროში რუსეთის მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვას აფასებენ