სოფო კილაძე : ვანო მერაბიშვილის მიმართ რაიმე განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ რაიმე განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული მსჯავრდებულის უფლება დაცული იყოს.

„ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დაწესებულებაში მკურნალობა ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით მოხდა. ის ისეთ სერვისს იღებს, რაც გათვალისწინებულია ყველა მსჯავრდებულისთვის. ადგილი არ აქვს რაიმე განსხვავებულ მოპყრობას. თუ მის ადვოკატებს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება უნდათ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა თითოეული მსჯავრდებულის უფლება დაცული იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც. უწყება კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ახალი კონსტიტუცია აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – დააკავეს რეგულირების სააგენტოს უფროსი