სოფო კილაძე – ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენს

თუ საჭირო გახდა და დაგროვდება კითხვები ვახტანგ გომელაურთან, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც მას პარლამენტში მოსვლას ვთხოვთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი კილაძის თქმით, ამ ეტაპზე სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

“ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, სპეცსამსახურების ძალიან ეფექტიანი მუშაობის შედეგად. თავიდან ავიცილეთ უდიდესი საშიშროება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. კითხვებს რაც შეეხება, საქმიდან გამომდინარე, მაღალი საჯარო ინტერესია, ყველას აინტერესებს ჩატარდა თუ არა სამართლებრივად სწორად სპეცოპერაცია, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. უდიდესი და პრინციპული მნიშვნელობისაა ჩვენ დაველოდოთ, კონკრეტულად რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლება თქმა, იყო თუ არა სამართლებლივად სწორი ეს კონკრეტული სპეცოპერაცია. რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს რომ ვახტანგ გომელაური მოვიდეს პარლამენტში ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ვახტანგ გომელაური, რომელიც მოვიდა თავისი სურვილით პარლამენტში და გასცა შესაბამის კითხვებს პასუხი. ჩვენი ოპონენტების სურვილი გასაგებია, მაგრამ გვგონია, რომ სწორად ვმოქმედებთ. ამ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა და დაგროვდება კითხვები ვახტანგ გომელაურთან ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც სუს-ის ხელმძღვანელს ვთხოვთ პარლამენტში მოსვლას .ამ ეტაპზე ვფიქრობ, ეს არ არის მართებული და აუცილებელი”, -განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაადვოკატი – კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასაშვებად ცნო