სოფო კილაძე : სალომე ზურაბიშვილი იზიარებს „ქართული ოცნების“ პათოსს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სააკაშვილის ქმედებებმა გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2018 12:28

სოფო კილაძე : სალომე ზურაბიშვილი იზიარებს „ქართული ოცნების“ პათოსს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სააკაშვილის ქმედებებმა გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, რუსეთი მოწოდებულია, რომ ყველა საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს გამოუვა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ხმაური გასაგებია, რადგან მათი მიზანია, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ მისივე თქმით, საბოლოო ჯამში საზოგადოება დემოკრატიულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს.

„სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განწყობა ვიცი. ის „ქართული ოცნების“ პათოსს იზიარებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ, სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი მზაკვრული და საზიზღარი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო“, – განაცხადა კილაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2018 12:28