სოფო კილაძე : საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციისგან ველოდებით არა საგნობრივ მსჯელობას, არამედ შოუს, ეს მათი მხრიდან აპრობირებული მეთოდია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციისგან ველოდებით არა საგნობრივ მსჯელობას, არამედ შოუს, ეს მათი მხრიდან აპრობირებული მეთოდია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ჩვენთან საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, იმიტომ რომ დღეს გამოკითხვაზე შს მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე იუსტიციის მინისტრი იქნებიან და ეს არის მნიშვნელოვანწილად იმის დამადასტურებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად გაზრდილია.

სიმართლე გითხრათ, დღეს ოპოზიციის მხრიდან ველოდებით არა სგამოძიებო მსჯელობას და საგნობრივ კითხვებს, არამედ ველოდები უფრო პოლიტიკურ შოუს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ისინი შეეცდებიან, რომ დადგან, რადგან როგორც წესი, ეს არის მათი მხრიდან ძალიან აპრობირებული მეთოდი, როდესაც საგანზე არ აქვთ რაიმე კითხვა, ამ შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ შოუს აწყობენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი განმარტებით, შსს მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან მას გარკვეული კითხვები ექნება, თუმცა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები სხვა პირთა გამოკითხვის შედეგად უკვე მიიღო.

„პრინციპში ჩვენ ძალიან ბევრ კითხვაზე და ყველაფერზე პასუხი მივიღეთ, ყოველ შემთხვევაში, იგივე კითხვები შეიძლება დავუსვათ მინისტრებს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ნამდვილად არ არის, რადგან ამ საქმის მსვლელობისას იმდენი კითხვა დაისვა და იმდენად დეტალურად ჩავედით საქმის მასალებში, რომ რაიმე განსაკუთრებული კითხვა დარჩენილი არ არის“, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, მხოლოდ ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი
შემდეგი სტატიათიბისი დაზღვევის პირველი ჩათბოტი 1 წლისაა