სოფო კილაძე : „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დასაკომპლექტებლად მოკავშირეების ძიება არ დასჭირდება, რადგან ამისთვის აუცილებელ მანდატებს აიღებს.

ჟურნალისტებთან საუბარში კილაძე ამბობს, რომ პარტია 76-ზე გაცილებით მეტ მანდატსაც მიიღებს.

„ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არა, ზოგ-ზოგიერთი გაყალბებული კვლევის მაჩვენებლები. ასევე, საინტერესოა ორმაგი სტანდარტი, ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, შეთანხმებებს აღწევენ, ერთად სხედან, მშვენივრად საუბრობენ და ერთმანეთს მოკავშირეებად განიხილავენ მაგალითად, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ პროდასავლური არიან. არ ვიცი, ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა? იყო პრორუსი და რჩება პრორუსად”, – დასძინა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 ადამიანი რჩება
შემდეგი სტატიაკონსტიტუციური პროექტი 11 მარტს დარეგისტრირდება და ბიუროს წარედგინება