სოფო კილაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და იმ როლზე, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს საქართველოში. განხილული იქნა სამომავლო გეგმები და რეფორმის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფუნქციას უზრდის და მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტების გამოძიებას გულისხმობს.

„პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მნიშვნელოვანია მუდმივად დაიხვეწოს ეს სისტემა, სისტემა რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა და გამართულად ფუნქციონირებს. ძალიან დროულია, ასევე ახალი ფუნქცია, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების ან დანაშაულის ფაქტების გამოძიებას ეხება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შეიქმნება, აუცილებლად უნდა იყოს სრულყოფილი და ამაზე ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიაპარლამენტის ბიუროს სხდომით 2018 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა