სოფო კილაძე : მეც მგონია, რომ ჩვენ გარკვეული სახის შეცდომები დავუშვით კოაბიტაციის კუთხით

პოლიტიკურად მეც მგონია, რომ ჩვენ გარკვეული სახის შეცდომები დავუშვით კოაბიტაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შეცდომა“.

„მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გულისხმობდა, რომ ჩვენ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა და იგივე გაგვეკეთებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკეთებდა ჩვენს საზოგადოებას თავის დროზე. მე შორს ვარ ამ მოსაზრებისგან, მაგრამ მეც მგონია, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული იმ კუთხით, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს. ეს ყველაფერი მთავარია იყოს კანონის ჩარჩოებში, რადგან კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, არის ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა პოლიტიკურად მეც მგონია, რომ ჩვენ გარკვეული სახის შეცდომები დავუშვით კოაბიტაციის კუთხით. მეც მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც პოლიტიკური ტიპის შეცდომებს გულისხმობდა და ამაში მე მას ვეთანხმები“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ბიუჯეტიდან დაფინანსდება
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა