სოფო კილაძე – მაჩალიკაშვილის საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს

მშვიდობიანი გამოხატვის უფლება კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ეს უფლება მოქმედებს ყველასთვის, თუ ამან კანონსაწინააღმდეგო ფორმა არ მიიღო. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პანკისში, მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ამ ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი. აბსოლუტურად მესმის ოჯახის, მამის, რადგან მათი შვილი გარდაცვლილია. მოვუწოდებ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მნიშვნელოვანია ოჯახმა იცოდეს პასუხი. თუ კონკრეტული გადაცდომა იყო, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. თუ არ იყო, ამ შემთხვევაშიც უნდა აუხსნან ოჯახს, რა მოხდა. ამ საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქმეში საეჭვო გარემოებები, კილაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით პირადი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

“ჩემი პირადი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, რათა ეს ჩემი მხრიდან საგამოძიებო უწყებებისადმი ზეწოლად არ ჩაითვალოს”,-განაცხად მან.

banner
წინა სტატიაში„დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის“ – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ გიგა ბოკერიას შეკითხვას – „ხვალ და ზეგ ივანიშვილი რომ მოვიდეს და გითხრათ გადადექითო, როგორ მოიქცევით?“