სოფო კილაძე – ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოდან ევროკავშირში რაც შეიძლება ნაკლები კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს

ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება ნაკლები კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს საქართველოდან ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ევროპაში კრიმინალური დაჯგუფებების გადაადგილება ვერ გაკონტროლდება.

“ჩვენი სახელმწიფო კანონის სრული დაცვით, ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ კრიმინალური დაჯგუფებები განეიტრალდნენ საქართველოშივე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან. მგონია, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ევროკავშირში საქართველოდან რაც შეიძლება ნაკლები კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი – საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი – მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო