სოფო კილაძე გაუგებარსა და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას „მორალურ ტერორში“ მონაწილეობაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაუგებარს და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას „მორალურ ტერორ“ და „კოლექტიურ ტერორზე“.

სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მართლაც შეშფოთებული ვარ, რომ საბოლოოდ ვერ მოხდა ე.წ დამკვეთებზე გასვლა. დანარჩენ არასერიოზულ კომენტარებს, კომენტარის გარეშე ვპასუხობ. აბსოლუტურად გაუგებარი და არასერიოზულია, აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ფარულ ჩანაწერზე გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ყველა ქვეყანაში ასეა. ხელისუფლებამ რომ უნდა გამოიძიოს, ეს ცხადზე ცხადია“, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეების კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რჩება განცდა, რომ ისინი მის წინ წინააღმდეგ მორალური ტერორის მონაწილეები არიან.

banner
წინა სტატიაშისულხან სალაძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიათელავში გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა