სოფო კილაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე – მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქმის გამოძიება დროულად მოხდეს.

კილაძის თქმით, ამ საქმეს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება რადგან, ეს არა არის ჩვეულებრივი საქმე.

,,გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი შესაბამის ორგანოებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს საქმის გამოძიება. ფაქტია, რომ ადამინი არის გაუჩინარებული, ფაქტია, რომ დაიწყო გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საქმეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე“, – განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: აფგან მუხთარლის გატაცების პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას
შემდეგი სტატია„იმედი მაქვს, ყველა დამნაშავე რეალურად იქნება დასჯილი“ – ჯეჯელავა საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე