სოფო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სიტუაციის ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს, ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა მოსამართლეების თემას უკავშირდება.

როგორც ჟურნალისტებს სოფო კილაძემ განუცხადა, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება გაუგებარია.

„ვფიქრობ, მათ შორის არანაირი კავშირი არ არის. რაც შეეხება ბესელიას წასვლის მიზეზს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გუშინ არაერთხელ ყოფილა და ალბათ დადგება დრო, როცა მიზეზები საზოგადოებას ეცნობება“, – აღნიშნა კილაძემ.

კითხვაზე – ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა უმრავლესობის იმ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, კილაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიდონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შემოიღებენ
შემდეგი სტატია71 წლის ფრანგი ატლანტიკის ოკეანეს კასრით გადაცურავს