25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სოფო ხორგუანი: მამუკა მდინარაძემ პირდაპირ თქვა, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ეს პროკურატურაზე ზეწოლაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ იყო ორგანიზებული. მისი თქმით, მდინარაძემ მომხდარის შემდეგ გაკეთებული განცხადებით პროკურატურაზე პირდაპირი ზეწოლა სცადა.

„ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს დეპუტაციაზე “ქართული ოცნების” დეპუტატების მონაწილეობით, მამუკა მდინარაძის ორგანიზებით. რაც ვნახეთ, მაგალითად, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი გამოძიება იქ არ უნდა დაიწყოს და სისულელეა ეს… ეს იყო პირდაპირ ზეწოლა პროკურატურაზე და პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ პროკურატურა ასრულებს ამ ერთი პარტიის დავალებას“, — აცხადებს სოფო ხორგუანი.

საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის ორ დეპუტატს — გიგა ფარულავასა და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია „პირველების“ მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში უმრავლესობის შემდეგი წევრები მონაწილეობდნენ: არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია და ირაკლი ხელაძე.

მომხდარიდან ორ დღეში გახარიას გუნდმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხაელ როთი ირანში მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლაზე: სირცხვილი! საწყალი საქართველო
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: დაპირისპირება გიგა ფარულავამ დაიწყო, ეს იყო გახარიას პარტიის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია