სოფო ხორგუანი: „ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი“

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერის გავცრცელების თემას, ანალიტიკოსი და კრიზისების მენეჯერი, სოფო ხორგუანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ქვეყანა იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი.

“თქვენმა მზემ, აი. მირზამ ვიტიას ყურში რაღაც უჩურჩულა საქვეყნოდ, ამიტომ თეთრაძის საქმე, შავაძის საქმე, ცინდელიანის საქმე, ქარდავას საქმე, ეხვაის საქმე და ასეთი ბევრი სხვა საქმე არ არსებობს და ახალაიები და მეგიზი და დაბმული კაცის გაუპატიურება ჩვენმა ფანტაზიამ გამოიგონა. პრიმიტივიზმი სახვით ხელოვნებაშია საამო საცქერი, ისიც ნიკო ფიროსმანი თუა ან ანრი რუსო.
p.s. უძინართა მზის ხსენება კანტროლკა იყო p.p.s. ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი. p.p.p.s. მასე გააგრძელეთ და 28 ოქტომბერს ზურაბიშვილის ამომრჩეველს მანქანით უსასყიდლოდ მოვემსახურები უბნებამდე მისასვლელად p.p.p.p.s. ვერ ვუყურე, გაშიფრული წავიკითხე, თუ ეთერში უცენზურო სიტყვები გადიოდა, შემდეგში +16 მაინც დააწერეთ“ წერს სოფო ხორგუანი.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა – საქსტატი