სოფო ჯაფარიძე: „საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ”

„საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. აღსანიშნავია ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები, რომ ისინი შიშობენ, შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა არის უცვლელი. ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, იმ განუკითხაობასთან ბრძოლას, რაც გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ და რაც მართლაც რომ წარმოუდგენელია. ახლა რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ ასე მშვიდად და ასევე მინდა გაცნობოთ სიხარულით, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორ ყოველთვის, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი და დეტალებს სულ მალე გაცნობებთ.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს – საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია: დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს