სოფო ჯაფარიძე: ოპოზიციის ლიდერები რეალურად დღეს ისჯებიან იმისათვის, რომ არ უთმობენ ქვეყანას რუსეთს

“უპირველეს ყოვლისა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ პირველ რიგში პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის. რეალურად დღეს ისინი ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ არ უთმობენ ჩვენს ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის. ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და ჩვენ ერთიანობით, სულისკვეთებით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე.” – ხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სააგენტოს თანამშრომლების დაშვებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს, ძლიერი რომ იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამდა?